IB მოსწავლის მახასიათებლები
მაძიებელი
მცოდნე
ჩვენ ვაკმაყოფილებთ ჩვენს ცნობისმოყვარეობას, ვავითარებთ რა კვლევისა
და ძიების უნარებს. ჩვენ ვიცით თუ, როგორ უნდა ვისწავლოთ
დამოუკიდებლად და სხვებთან ერთად. ჩვენ ვსწავლობთ ენთუზიაზმით,
ვინარჩუნებთ სწავლის სიყვარულს მთელი სიცოცხლის მანძილზე.
ჩვენ ვავითარებთ და ვიყენებთ კონცეპტუალურ გაგებას, ვიკვლევთ რა
ცოდნას სხვადასხვა დისციპლინებთან მიმართებაში. ჩვენ განვიხილავთ
საკითხებსა და იდეებს, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი და გლობალური
მნიშვნელობა.
მოაზროვნე
ჩვენ ვიყენებთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს
ანალიზისა და პასუხისმგებლური მოქმედებების განსახორციელებლად
კომპლექსურ პრობლემებთან მიმართებაში. ჩვენ ვავლენთ ინიციატივას
დასაბუთებული, ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.
კომუნიკაბელური
პრინციპული
ჩვენ სხვადასხვა გზით გამოვხატავთ საკუთარ თავს თავდაჯერებულად და
შემოქმედებითად ერთზე მეტ ენაზე, ვისმენთ რა ყურადღებით სხვა
ინდივიდებისა , თუ ჯგუფების თვალსაზრისებს.
ჩვენ ვიქცევით ღირსეულად და სამართლიანობის ძლიერი გრძნობით, სხვა
ადამიანების უფლებებისა და ღირსების მიმართ პატივისცემით. ჩვენ
ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მოქმედებებსა და მათგან გამომდინარე
შედეგებზე.
გონებაგახსნილი
მზრუნველი
გაბედული
ჩვენ კრიტიკულად ვაფასებთ საკუთარ კულტურას და პიროვნულ
ისტორიებს ისევე, როგორც სხვების ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენ
ვიძიებთ და ვაფასებთ შეხედულებათა რიგს და ვცდილობთ გავიზარდოთ
გამოცდილებიდან.
ჩვენ ვავლენთ ემფატიას, თანაგრძნობას და პატივისცემას, გვაქვს ერთგული
ვალდებულებები ჩვენს მოვალეობებზე და ვმოქმედებთ ისე, რომ შევიტანოთ
პოზიტიური ცვლილებები სხვების ცხოვრებასა და ჩვენს ირგვლივ მყოფ
გარემოში.
ჩვენ ვეკიდებით ყოველ გაურკვევლობას წინდახედულად და მტკიცედ. ჩვენ
ვმუშობთ დამოუკიდებლად და თანამშრომლურად ახალი იდეების და
ინოვაციური სტრატეიების გამოსაკვლევად. ჩვენ ვართ საზრიანები და
მოქნილები ახალი გამოწვევებისა და ცვლილებების მიმართ.
გაწონასწორებული ჩვენ გვესმის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ბალანსირების
მნიშვენლობა - ინტელექტუალური, ფიზიკური და ემოციური - საკუთარი და
სხვების კეთილდღეობის მისაღწევად. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს
ურთიერთდამოკიდებულებას სხვა ადამიანების მიმართ და იმ სამყაროსთან,
რომელშიც ვცხოვრობთ.
რეფლექსიური
ჩვენ ღრმად განვიხილავთ სამყაროს, ჩვენს საკუთარ იდეებსა და
გამოცდილებას. ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების
გასაცნობიერებლად, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს სწავლასა და
პიროვნულ განვითარებას.
13/13